ამ წამს დაკავებული არავინ არ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული - შს მინისტრი დმანისის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

"ამ წამს დაკავებული არავინ არ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული" - ამის შესახებ დმანისის მერიის დატოვების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.

ამ წამს დაკავებული არც ერთი ადამაინია არაა. აქ გამოკითხვზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითხავენ და გამოუშვებენ. რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული ჯერ არაფერი ვიცი... დღევანდელიც იქნება, გუშინდელიც იქნება და გამოვიძიებთ მაგას... 5-6 ლოკაციაზე იყვნენ დღეს განაწილებული პოლიციელები და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც დაიძაბა და მოხდა შეხლა-შემოხლა... გამოძიებაა დაწყებული და გამოვიძიებთ. ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე და იმედია აღარ გაგრძელდება. საპოლიციო ძალებს ვტოვებთ... დამატებითი ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამოიწუროს კონფლიქტი, - ამბობს გომელაური.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი