პოლიტიკური ტყვეობის მსხვერპლნი არიან - ბასილაია უკრაინელი მეზ​​ღვაურების საქმეზე

გამოქვეყნდა:

ბათუმის სასალაქო სასამთლოში დღეს, 18 მაისს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრის - მიხეილ ბატურინისა და ორი უკრაინელი მეზღვაურის პროცესი განალხლდება. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დაკავებულებს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

ადვოკატ, ბექა ბასილაიას თქმით, საქმეს არაფერი აქვს საერთო სამართალთან, რადგან ტერიტორიულ წყლებში გავლისა და მშვიდობიანი ყოფნის უფლება ნებისმიერ არასამხედრო გემს აქვს. მისი შეფასებით პროკურატურა დევნის ყველა იმ პირს, ვინც მიხეილ სააკაშვილთან და უკრაინასთან რაიმე სახით არის დაკავშირებული. 

"ხელისუფლებას თუ გაუჩნდა ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანები დაკავშირებული არიან მიხეილ სააკაშვილთან, მათ მიმართაც დევნას იწყებენ.

ამის მკაფიო ილუსტრაციაა მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრის, მიხეილ ბატურინისა და უკრაინელი მეზღვაურების საქმე, რომლებიც მშვიდობიანი გავლის უფლების სარგებლობისას, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სრულიად არაკანონიერად, საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს და დღემდე იმყოფებიან პატიმრობაში.

ისინი არიან პოლიტიკური ტყვეობის მსხვერპლი, რამდენადაც ხელისუფლებას ჰქონდა ეჭვი და ფობია, ამ იახტასთან ხომ არ არის დაკავშირებული უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი და პირდაპირ უსვამდნენ ამ დაკავებულ პირებს კითხვას, რომ იახტაზე ხომ არ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი",- თქვა ბექა ბასილაიამ.

როგორც ცნობილია, 2020 წლის 28 ნოემბერს, მეზღვაურების დაკავებისას იახტაზე სანაპირო დაცვის პოლიციის თანამშრომლები სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი