დღევანდელი, 18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 499 გახდა. ეს ამ კვირაში დღიური გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 490 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 164 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 143 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.