არ იქნება ექსკურსიები, ბანკეტები - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები "ბოლო ზარზე"

გამოქვეყნდა:

ტრადიციულად მაისის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე კლასელები სკოლის დამთავრებისა და "ბოლო ზარისთვის" ემზადებიან. განათლების სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც ბანკეტები და ექსკურსიები არ ჩატარდება, "ბოლო ზარს" კი მხოლოდ მე-12 კლასელები და მასწავლებლები დაესწრებიან.

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები სკოლებს უკვე გადაუგზავენს. რეკომენდაციების თანახმად: 

  • შესაძლებელია "ბოლო ზარის" ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
  • თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს.
  • საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გასვლითი აქტივობები, ექსკურსიები, საზეიმო წვეულებები და ბანკეტები საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი