გლდანში, 21 წლის ახალგაზრდას გამვლელმა დანა ჩაარტყა - დაჭრის დეტალები

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა, რომელიც გლდანში, ცივი იარაღით დაჭრეს, 21 წლის ზუგდიდელი, გიგი თოლორაიაა. შემთხვევა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდას დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

რაც შეეხება მომხდარს, მას ბევრი თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან შემთხვევა ომარ ხიზანიშვილის 56 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აღნიშნული ადგილიდან კი კორპუსები და მაღაზიები მოშორებით არის. 

გარდა ამისა, თავდამსხმელი სავარაუდოდ არ იცნობდა თოლორაიას. 

ბრალდებული უკვე დაკავებულია და არაოფიციალურ ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გამოძიება შსს-მ 117-ე მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი