გაბუნიას ინფორმაციით, Pfizer-ის დოზების მიღებაზე "სერიოზული წინსვლაა"

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მოსალოდნელია, რომ მოკლე ხანში, საქართველომ COVAX-ის პლატფორმიდან Novovax-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინის დოზების მიღებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ Pfizer-ის ვაქცინის დოზების მიღებაზე "სერიოზული წინსვლაა".

"კოვაქსის პლატფორმიდან მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება Novavax და Johnson & Johnson-ის ვაქცინის დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, Pfizer-ის დოზების მიღებაზე სერიოზული წინსვლაა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში. მიდის მუშაობა სინოფარმის დამატებითი დოზების მიღებაზე, ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო Novavax-ის და Moderna-ს ვაქცინების მობილიზებაზე",-თქვა გაბუნიამ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, ქვეანაში კორონავირუსზე აცრა  AstraZenec-ითა და Sinopharm-ით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი