
არასამთავრობო ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ რამდენიმე წუთის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. დაშავებული ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ფინანსურ პოლიციას ღოღობერიძის წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული
პროტესტის ამ ფორმას ღოღობერიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ფინანსურ პოლიციაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, თუმცა გამომძიებლები არ შეხვდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.