რატომ მოკლეს არძინბას ძმისშვილი | ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უშიშროება ჩავიდა

გამოქვეყნდა:

სოხუმში, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ჩავიდა. გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ის ვერტმფრენით დაახლოებით 1 საათის წინ დაჯდა. 

როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, ამ წუთებში სოხუმის შესასვლელი გადაკეტილია, გაჩერებულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

სოხუმში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ. 

ადგილობრივებნი მომხდარს კრიმინალურ გარჩევას უკავშირებენ. ყვებიან, რომ მთავარი საკითხი ბიზნეს-ინტერესების გადანაწილეებაა.

სოხუმის ცენტრში შეკრებილები არიან არძინბას მომხრეები და აფხაზი მეომრები, რომლებიც მომხდარს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ და ხვალ, 19 მაისს, დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსვლასაც აპირებენ. 

ამბობენ, რომ ქემალ არძინბა ბოლო 5 თვეა, აფხაზებს გაერთიანებისკენ, მეომრებს კი თანადგომისკენ მოუწოდებდა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი