ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 164 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 143 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.