წყალტუბოში დაჭრილი 18 წლის სკოლის მოსწავლე ამ დრომდე ქუთაისში, საავადმყოფოში რჩება. მას უკვე 2 ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სკოლაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. ბიჭი 20 წლის ახალგაზრდამ დაჭრა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
გამოძიებამ უკვე გამოკითხა დაჭრილი, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ მისთვის ჭრილობები არავის მიუყენებია და რომ დაზიანებები წაქცევის შემდეგ მიიღო.
"აღნიშნული ინციდენტი მოხდა საჯარო სივრცეში, ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში. ბავშვი იყო ძალიან კარგი, მეგობრული, ეს არის კრიმინალური ფაქტი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, სკოლის ადმინისტრაცია ვგმობთ. დღის განმავლობაში რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა", - თქვა სკოლის დირექტორმა, მიხეილ კაკაბაძემ.
"მთავარი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სეხულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამავე თემაზე: