გაზრდილი კრიმინალი და ძალადობა ქვეყანაში | ხელისუფლება დუმს, ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მას აკისრებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობასა და მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტებს მაგალითად კრიმინალებთან ხელისუფლების ღია თანამშრომლობა მოჰყავს.

ამბობენ, რომ მმართველი გუნდი კრიმინალს პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს და მასზე გაჭირვებისა და სიღარიბის ზრდაც მოქმედებს. 

"სიღარიბეში, ამ გაუბედურებული მდგომარეობაში რასაკვირველია, რომ კრიმინალის რაოდენობა იზრდება და ამავდროულად ხელისუფლების ინსტრუმენტები კრიმინალთან საბრძოლველად არის სრულიად არასაკმარისი და არასწორი", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ხვედელიანი.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში 90-იან წლებს აბრუნებს.

წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მინისტრ ჭიკაიძის ნათქვამი, იყო ასეთი მინისტრი "ოცნების" გარიჟრაჟზე, რომელმაც თქვა, რომ კრიმინალური მშვენიერ მდგომარეობაშია, კრიმინალი "ოცნების" პირობებში მართლაც მშვენიერ მდგომარეობაშია და ეს არ არის რომელიმე მინისტრის ან რომელიმე რგოლის ჩავარდნა. ეს არის სისტემური ჩავარდნა იმიტომ რომ "ოცნება" ნელნელა მთლიანად შეეზარდა კრიმინალს. შესაბამისად, კრიმინალის ბუნებაა, რომ ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ თავზე აგაცოცდება. მივიღეთ ის სიტუაცია, რაც შევარდნაძის ეპოქაში იყო. მაგალითად თბილისის მთაწმინდის განყოფილება მტკვარში რომ მიცვალებულს ნახავდა, მიათრევდნენ იქით, რომ ჩუღურეთს დაწეროდა, - ამბობს გიგი უგულავა.

ოპოზიციის ამ განცხადებების პარალელურად კი "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ კრიმინალი მხოლოდ მსუბუქი დანაშაულის ნაწილში გაიზარდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ გართულებულა. 

გაუარესებაზე როდესაც გვაქვს საუბარი, უნდა აიხსნას კონკრეტულად რა მიმართულებით რომელი კატეგორიის დანაშაულის მდგომარეობა არის გაზრდილი, რაოდენობრივი მაჩვენებელი. მხოლოდ იმიტომ რომ მოსახლეობას ნაცარი შეაყარონ თვალში და უთხრან, რომ კრიმინალური მდგომარეობა გართულდა და ატეხონ აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით მგონი, ასე მსჯელობა უბრალოდ არ ივარგებს,- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი