"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ტრაილერის მძღოლებსაც გაფიცვას სთხოვენ

გამოქვეყნდა:

"ბორჯომის" ქარხნის გაფიცული თანამშრომლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, კომპანია ცდილობს ტრაილერების მძღოლები გაზრდილი ტარიფის სანაცვლოდ პროდუქციის გატანაზე დაითანხმოს. ისინი მოუწოდებენ მძღოლებს, რომ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ გთავაზობენ გაზრდილ ტარიფს, იმისთვის, რომ განახორციელოთ დისტრიბუცია, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ ბიჭების და ქალების უკან არიან ოჯახები, პატარა შვილები, დედები და მამები, არ აყვეთ მსგავს პროვოკაციას", - თქვა პროფკავშირების წარმომადგენელმა. 

თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარხნის პარალიზების გამო წყალი დაიღვრება და კომპანია რესურსს ვერ აითვისებს. 

გაფიცულები ამ დრომდე ელოდებიან, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათთან შეხვედრას გამართავენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც. თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გაფიცვა გაგრძელდება. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი