სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მიუხედავად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნებისა, ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილები პირები კვლავ დაუსჯელები არიან.
სუს-ის განცახდებაში ნათქვამია ისიც, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების დასასჯელად ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.
"2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", - ნათქვამია განცახდებაში.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. 2016 წელს, 19 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის
საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ოთხოზორია მოკლეს. მისი ოჯახი დღესაც დამნაშავის დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ 5 წლის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად, ყევლაფერი ძველებურადაა.
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლის მერეც მკვლელების დასჯის პირობას დებს.