
დღეს დილიდან დედაქალაქში შესვლა-გამოსვლაზე ყველანაირი შეზღუდვა გაუქმებულია.
გახსნილია ყველა სახის წარმოებაც. მუშაობის უფლება მიეცა საცალო და საბითუმო მაღაზიებს, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ჯერჯერობით არ იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. ამუშავდა ავტოსამრეცხაოები და ავტოშემკეთებელი სახელოსნოები.
თუმცა ჯერჯერობით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. შეგახსენებთ, რომ 14 მაისიდან შეზღუდვები მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი გაიხსნება მარნეულიც.