
რატომ არ უშვებენ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატს და ირღვევა თუ არა მსჯავდებულის უფლება. პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის უფლებადამცველი ამბობს, რომ პენიტენციური უწყება მას დეკანოზის მონახულებას შეგნებულად უკრძალავს და ხელოვნურ ბარიერებს უწესებს. ცნობილი ხდება, რომ გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურში ეუბნებიან, რომ ციხეში კორონავირუსის გამო არ უშვებენ.