
ქობულეთის ცენტრში სისხლიანი გარჩევა დაჭრით დასრულდა. შემთხვევა გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაჭრას წინ ორი ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ექიმების თქმით, მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია. კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.