"მე გავაკეთე აცილება, სხვა რა მექანიზმი მაქვს.. მასთან არ მაქვს საქმე" - გზირიშვილის პასუხი ჯანეზაშვილს

გამოქვეყნდა:

ნაზი ჯანეზაშვილს ბრალდების მთავარი ადრესატი პასუხობს - "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრის დროს ლევან გზირიშვილი მისივე კოლეგას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჯანეზაშვილის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება.

"მე გავაკეთე აცილება, სხვა რა მექანიზმი მაქვს. მასთან არ მაქვს საქმე, როგორც ჩანს, არის ჩემი დისკრედიტაცია როგორც უზენაესი საბჭოს წევრის, რათა ჩემი გადაწყვეტილებები იყოს ე.წ. კლანთან რაღაც კავშირის გამოძებნა ... ადვილია, არსებობს კლანი, არსებობს გავლენიანი ჯგუფი, თუ ვინმე დაინიშნა მოსამართლედ, უაპელაციოდ ასეთი ბრალდებების სროლა ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემაში სასიკეთო ცვლილებებს“ - ამბობს გზირიშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი