22 დადასტურებული შემთხვევა - ცხინვალში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

კოვიდ 19 იქ უკვე 22 პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ცხინცალის დე ფაქტო სანიტარული სამსახური ავრცელებს. ინფიცირებულებიდან 14 რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არიან, ერთი სამხედროა, დანარჩენი შვიდი კი სამოქალაქო პირია.

კორონავირუსიის ეპიდემიის გამო ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 10-დან 17 მაისამდე -  რუსეთთან მიმოსვლა აკრძალა. შეზღუდვები ყველას ეხება და გამონაკლისი გადაადგილებაზე არ დაიშვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი