
რუსთავში, "ბიუ-ბიუს" 4 ჯიხური გაქურდეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გაქურდულია რუსთაველისა და მესხიშვილის ქუჩებზე, შარტავას გამზირსა და 12-ე მიკრორაიონში არსებული ჯიხურები.
როგორც ადგილობრივ მედიასთან კომპანია "ბიუ-ბიუს" მარკეტინგის მენეჯერმა თქვა, შემთხვევა, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის" დროს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თითო ჯიხურიდან წაღებულია 600-700 ლარის ოდენობის თანხა.
"მთავარი არხის" ვებგვერდმა ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. თუმცა უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.