
დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებათდამცველის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, პენიტენციური დაწესებულება დუმს. ადვოკატები ამბობენ, რომ უკვე თვეებია სასულიერო პირების მოსანახულებლად ციხეში არ უშვებენ.
"პასუხი არის ძალიან შაბლონური, თითქოსდა არ არის ადგილი, მათ აქვთ რამოდენიმე ადგილი სადაც იღებენ იგივე საპატრიარქოდან წარმოდგენილ პირებს, პარლამენტის წევრებს და ა.შ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა მოგვარდეს. მივმართავ, რათა დაუყოვნებლივ განიხილონ ჩემი სამართლებრივი წერილი და მოგვარდეს ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდომი ჩემი ნაბიჯები იქნება სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით", - თქვა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. დეკანოზის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულის უფლებებს უსაფოძვლოდ არღვევს, რის გამოც ოფიციალურ მიმართვაზე, ოფიციალურ პასუხს, უმოკლეს დროში ელოდება.