თურმე ბავშვები სკოლაშიც არ დადიან, განათლებაც უფლებებს არღვევს - აბაშიძე ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა აბაშიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით, ომბუდსმენის ბავშვთა სახლში არ შეშვებთ, კიდევ ერთხელ ირღვევა ბავშვებისა და უშუალოდ ომბუდსმენის უფლებები.

აბაშიძის ინფორმაციით, ბავშვებს არც სკოლაში უშვებენ და ჩანს, რომ მათ უფლებებს ჯანდაცვის სამინსიტროსთან ერთად, განათლების სისტემაც არღვევს.

"სახალხო დამცველს ჰქონდა მცდელობა, განმეორებით შესულიყო დაწესებულებაში და ისევ ხელი შეუშალეს. ისევ დაირღვა კანონი, უშუალოდ სახალხო დამცველთან მიმართებაშიც და რაც მთავარია, ბავშვები აბსოლუტურად გარიყული არიან უსაფრთხოებისა და კონტროლისგან, რომლის ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნია. თურმე ბავშვები არც სკოლაში არ დადიან, ჩანს რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა, არამედ განათლების სისტემაც ჩართულია ბავშვთა უფლებების სერიოზულ დარღვევაში",-თქვა ანა აბაშიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არც გუშინ, 19 მაისს არ მისცეს.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი