დღევანდელი, 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 540 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 145 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 123 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.