
638 დადასტურებული შემთხვევა - მონაცემები რამდენიმე წუთის წინ შეიცვალა. ბოლო 24 საათში ინფიცირება 3 ახალ პაციენტს დაუდასტურდა. კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კოვიდ-კლინიკებმა ინფიცირებულთა სწორედ ეს რაოდენობა მიიღეს. 309 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 10.
კარანტინში ამ დრომდე რჩება 4896 პირი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოებში 444 პაციენტს აკვირდებიან.