
კოვიდ 19-ის ვაქცინის შექმნამდე ქართველი სასულიერო პირები მის მავნებლობაზე საუბრობენ. მედიკოსები კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი ვაქცინის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია მხოლოდ საზოგადოებას აზარალებს.
ინფექციონისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ვიდრე კოვიდ 19-ის ვაქცინა შეიქმნება, მანამდე ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შემოდგომაზე გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩაუტარდეს.
ნებისმიერი ანტივაქსერული აქტივობა დამაზიანებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. კოვიდთან მიმართებაში ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ ჯერ, როცა ვაქცინა იქნება, რა ეფექტურობის იქნება და ა.შ. გრიპის ვაქცინა რომ აუცილებლად გასაკეთებელია შემოდგომაზე ეს გარდაუვალია და აუცილებლად დიდი მუშაობა უნდა გაწიოს სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც, რომ რაც შეიძლება დიდი ნაწილი იყოს ჩვენი მოქალაქეების აცრილი, - აცხადებს კალოიანი.