შსს-მ აქტივისტების პროცესზე მტკიცებულებების ვერ მიტანა "მთავარ არხს" დააბრალა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს. ისინი პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აქტივისტ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერს აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. 

ცოტა ხნის წინ მოსამართლემ ოთხი მათგანის საქმის განხილვა გადადო.

სხდომაზე მოწმის სტატუსით იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ სხდომაზე მტკიცებულებები იმის გამო ვერ მიიტანეს, რომ "მთავარი არხის" სერვერმა დააბრკოლათ.

14 აპრილს განვითარებული პროცესების გარშემო არანაირი წერილი "მთავარი არხის" სახელზე, მით უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ მიგვიღია.

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ მიმართ დევნა გრძელდება და სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

"ის კადრები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ სასამართლოში, მასზე არცერთი სამართალდარღვევის ფაქტი არაა აღბეჭდილი და ხდებოდა უბრალოდ შერჩევით ადამიანების დაკავება, პოლიციის მანქანებში ჩატენვა და გადაყვანა შემდეგ უკვე პოლიციაში. ჩვენ ცხადია ვითხოვთ ყველა მათგანის მიმართ საქმის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას", - თქვა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

პროცესზე გაირკვა, რომ დაკავების ოქმი 15 აპრილსაა შედგენილი, ეს მაშინ, როცა დაკავება წინა დღეს მოხდა. პოლიციელებს ჩართული არ ჰქონდათ სამხრე კამერებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი