მკვლელობა ბათუმში - სასამართლომ ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თურქეთის მოქალაქე შ.თ დამნაშავედ ცნო და  9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს ბათუმში, თურქეთის მოქალაქე შ.თ., უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში დაჭრა, ასევე თურქეთის მოქალაქე ა.თ, რომელიც დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული 2020 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი