იუსტიციის საბჭო მოსამართლე წევრების ასარჩევად რიგგარეშე კონფერენციისთვის ემზადება. მიზეზი ოთხეულია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია - ისინი წესით უნდა ჩანაცვლდნენ, თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ 4 წლით საბჭოს მოსამართლე წევრებად ხელახლა დაინიშნონ. მიზეზი მარტივია, ოთხეული ე.წ "სასამართლოს კლანის" მთავარი წევრები არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები რიგგარეშე კონფერენციის გაუქმებას მოითხოვენ. მიმართავენ ხელისუფლებასაც, დაიწყოს საკანონმდებლო დონეზე იმ ცვლილებების განხილვა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ქვეყანაში დაასრულებს.
საბჭო არც თარიღის გადადებას და არც რიგგარეშე კონფერენციის გაუქმებას გეგმავს. საბჭოს მდივანი გვარწმუნებს, რომ ე.წ "კლანის" წევრების ხელახალი შერჩევა-დანიშვნა, მათი თვითმიზანი სულაც არაა და ამას კანონი ავალდებულებს.
მმართველ გუნდში შარლ მიშელის დოკუმენტს ისევ ისე კითხულობენ, როგორც თავად აწყობთ. 19 აპრილის შეთანხმებაში მართლმსაჯულების რეფორმაზეა საუბარი და არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევაზე - ასე გაიგო "ოცნებამ" პარტნიორების მოწოდება.