"სინოვაკის" ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 21 მაისიდან საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა "სინოვაკის" მისაღებად რეგისტრაცია იწყება. ვიზიტის დაჯავშნა 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. 

უშუალოდ "სინოვაკით" ვაქცინაცია ქვეყანაში 24 მაისიდან დაიწყება. ჩინური წარმოების "სინოვაკი" ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად გამოიყენება. 

"სინოვაკის" შემთხვევაშიც, მოქალაქეებმა 21 დღის ინტერვალით, ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღონ. 

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი