დღევანდელი, 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 569 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 165 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 146 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.