კონფერენციის ჩატარება მიზანშეუწონელია - სააპელაციოს მოსამართლე "კლანს" უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ე.წ. "სასამართლო კლანს" უპირისპირდება - ქეთევან მესხიშვილი ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

"ვფიქრობ, როცა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული დღეს, რა სამართლებრივი განვითარება ექნება ქვეყანას ხვალ, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება, თუნდაც კანონის მოთხოვნის ფარგლებში, ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი. გარემოებათა მიზანშეწონილობის გათვალისწინება კი ყველა კანონის ნაგულისხმევი პირობაა", - წერს მესხიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ჩანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი