ქუთაისში, მაღაზია "დეილი" ამ თვეში უკვე მესამედ გაქურდეს - წაღებულია სიგარეტი და სასმელი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღაზიათა ქსელი "დეილი" გატეხეს. უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს, ადგილიდან კი თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს მაღაზია ამ თვეში 3-ჯერ, მიმდინარე წელს კი 8-ჯერ გაქურდეს. 

მოსახლეობა გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიცია რეგიონში არაეფექტურია. 

"კომენდანტის დროს მოხდა, მინა აქვთ ჩატეხილი, სიგარეტი და სასმელი აქვთ წაღებული", - თქვა მენეჯერმა.

ჯერ უცნობია დააკავა თუ არა პოლიციამ ის პირები, რომლებიც მაღაზიაში კომენდანტის დროს შეიჭრნენ. პრესსამსახურს არ დაუკონკრეტებია რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი