ჩვენ დღეს 100 000 მოსახლეზე უფრო დიდი ავადობა გვაქვს, ვიდრე ინდოეთს - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს საქართველოს უფრო მაღალი ავადობა აქვს 100 000 მოსახლეზე, ვიდრე ინდოეთს.

მისივე თქმით ქვეყანა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებლით მსოფლიო ოცეულშია.

"ჩვენ ჯერ კიდევ დღეს, მსოფლიოს ოცეულში ვართ 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი ავადობით. დღეს, დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთზე წინ ვართ ავადობით 100 000 მოსახლეზე. ის, რომ ინდოეთში ასეთი საშინელება ხდება და ვუყურებთ, ნუ სამწუხაროდ, ინდოეთის ჯანდაცვის სისტემამ ზოგ ადგილებში ვერ გაუძლო დიდ დატვირთვას. ჩვენ დღეს უფრო მაღალი ავადობა გვაქვს, ვიდრე ინდოეთს აქვს 100 000 მოსახლეზე და ეს იმ ფონზე, როცა ჩვენთან შემსუბუქება უკვე წავიდა. ასე რომ, მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. 

მეც ძალიან მინდა, შეზღუდვები რომ მოიხსნას, მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენზე", - თქვა პაატა იმნაძემ. 

მისი თქმით, რაც გაზაფხულდა სულ უფრო გაჭირდება პირბადის ტარების წესის დაცვა, განსაკუთრებით ღია სივრცეში.

იმნაძეს იმედი აქვს, რომ 2-3 კვირაში თუ გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწევთ შესაძლებელი იქნება გარკვეული რეგულაციების კიდევ შემცირება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი