
ლანჩხუთის პოლიციამ დღეს მეთერთმეტე კლასელი გოგონას თანაკლასელების გამოკითხვა დაიწყო. საუბარია მოზარდზე, რომელმაც სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებას აინტერესებს, განიცდიდა თუ არა მოზარდი რაიმე სახის ძალადობას, ან ზეწოლას, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ მისი ოჯახის წევრები.
სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტი ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში გუშინ დაფიქსირდა.
ავტორი: ლადო მენაბდე