გიორგი რურუას მორიგი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართა

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმეზე დღეს, დისტანციურ რეჟიმში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხა ორი მოწმე: პოლიციელი, რომელიც მანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდა და ექსპერტი, რომელიც დნმ-ის ნიმუშის ასაღებად გლდანის ციხეში იყო შესული.

ექსპერტ-კრიმინალისტმა დაადასტურა, რომ დნმ-ს ნიმუშის აღება შესაძლებელია არა მხოლოდ პირის ღრუდან, ნერწყვით, არამედ ოფლითაც, რაც ამყარებს ჩვენს პოზიციასა და რეალობას, რომ გიორგი რურუას 18 ნოემბერს უკანონოდ აუღეს დნმ კისრის არედან და ეს დნმ იქნა დატანილი ჩადებულ ცეცხლსასრულ იარაღზე, - ამბობს რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ადვოკატის თქმით, ყველა პროცესი გიორგი რურუას საქმეზე ცხადყოფს, რომ ეს უკანასკნელი არის პოლიტიკური პატიმარი და იგი მხოლოდ "მთავარი არხის" დამფუძნებლობის გამო იდევნება.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი