
"კლანი უნდა დასრულდეს" - მოძრაობა "სირცხვილია" ამ სახელწოდებით აქციას 26 მაისს 11 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიმდებარედ გამართავს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნულ XXIX რიგგარეშე კონფერენციას გააპროტესტებს.
"მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას", - წერია "სირცხვილიას" განცხადებაში.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ჩანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას.