"ლაშა სვანისა" და "უმკას" სახლებიდან უკრაინის პოლიციამ 3 მილიონ 200 000 დოლარი ამოიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, გუშინ დაკავებული "კანონიერი ქურდების", ლაშა ჯაჭვლიანის იგივე "ლაშა სვანისა" და სერგეი ალეიკინის იგივე "უმკას" საცხოვრებელი სახელებიდან პოლიციამ 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო.

თავად ლაშა ჯაჭვლიანი კი კიევის სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.

სამართალდამცველების განცხადებით, თანხა ე.წ. "ქურდული ობშიაკისთვის" იყო განკუთვნილი, რომელსაც ქართველი და უკრაინელი კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ასევე ცეცხლსასროლი იარაღების, ძვირფასი ნაკეთობებისა და ძვირადღირებული ავტომანქანების კონფისკაციაც მოახდინა.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტები უკრაინის რამდენიმე ოლქს, მათ შორის დნიპროს, ოდესის, მიკოლაივის და ზაპორიჟიის კრიმინალურ ქსელს აკონტროლებდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი