"ინსპექტორი უთავმოყვარეოა" - ნიკა გვარამიას პასუხი ინსპექტორის სამსახურს  

გამოქვეყნდა:

ინსპექტორი უთავმოყვარეოა - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომელმაც თეა წულუკიანის საჯარო განცხადებაში დარღვევა ვერ დაინახა.

საუბარი საპარლამენტო ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, არგუმენტი, რომ მონაცემები სხვადსხვა საჯარო წყაროებში ისედაც ხელმისაწვდომია, სამართლებრივ სახელმწიფოში პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის. მისივე თქმით, ​ინსპექტორს შეეძლო არ დაესაჯა წულუკიანი, მაგრამ დაედგინა დარღვევა, თუმცა თოლორაიას უწყებამ არც ეს გააკეთა. გარდა ამისა, როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველასთვის - ამ მოთხოვნის დარღევევაც ისჯება ადმინისტრაციული წესით და ეს რო არ შეასრულა დაჯარიმებულია ქალბატონი წულუკიანი? - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის თეა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. გადწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო.

ლონდა თოლორაიას უწყება კანონდარღვევას "ქართული ოცნების" მაშინდელი დეპუტატის 2 თებერვალს საჯარო განცხადებაში ვერ ხედავს.

სახელმწიფო ინსპექტორმა მიმართა თეა წულუკიანს, წერილობით განემარტა, რის საფუძველზე გაასაჯაროვა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ამავე თემაზე:

ნიკა გვარამიას ნომერი საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია - ინსპექტორის სამსახურის განმარტება 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი