საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მეზობლებს შორის დაჭრით დასრულდა. შემთხვევა გორში, ცოტა ხნის წინ კომბინატის დასახლებაში ე.წ. ნარკოლოგიურის ბინაში მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას დაზიანება 50 წლამდე ასაკის კაცმა მიაყენა, რომელიც ამჟამად პოლიციაშია გადაყვანილი.
ადგილზე, მისი ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი იძულებული გახდა ცივი იარაღი გამოეყენებინა, რადგან თავს იცავდა და 5-მდე პირი სცემდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული.