გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა - ჯანმო

გამოქვეყნდა:

გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა, - ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ ყველა რეგიონში იკლო, გარდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონა. ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფად ევროპის რეგიონში მცირდება. 

ჯანმო-ს მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში, ინფიცირების 4,8 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ყველაზე მეტი - 2 387 663 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი