ჭიათურაში 3-მა ქალმა პირი ამოიკერა - "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა - პროტესტს ამჯერად ქალები შეუერთდნენ. საერთო ჯამში ამ უკიდურეს ფორმას უკვე 8 ადამიანმა მიმართა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს. ამის გამო სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი - დაიმეწყრა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს. "ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულზე უარს ამბობს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი