დღევანდელი, 24 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 639 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 167 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 148 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.