
სამეგრელოში, სოფელ კახათში შუახნის ქალს ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით თავდასხმის დროს ქალმა დაზიანებები მიიღო და ის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"შუა ხანს გადაცილებული ქალბატონი შემოყვანილი იქნა 112-ის სამსახურის მიერ. როგორც თვითონ აღნიშნავს, ტრავმა მიყენებული აქვს მეორე პირის მიერ. იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. კვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი, მარჯვნივ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნეკნების და მკერდის ძვლის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე. უტარდება შესაბამისი მკურნალობა",-თქვა ექიმმა.
არაოფიციალური ინფორმაციით შუახნის ქალის დაყაჩაღება ორმა პირმა სცადა, თუმცა პოლიციას ისინი ამ დრომდე არ დაუკავებია.
ავტორი: ემა გოგოხია