„ფიწალი ჯერ მკერდზე, შემდეგ სახეში ორჯერ დამარტყა“ - „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ სასტიკად ნაცემი ომარ ომაროვი 6 თვეა, დამნაშავეების დასჯას უშედეგოდ ითხოვს

გამოქვეყნდა:

„როდესაც საქინ მუსეიბოვთან ხელჩართული ჩხუბი მქონდა, მისმა ძმამ, ლოღმან მუსეიბოვმა, სახლიდან ფიწალი გამოიტანა, ჯერ მკერდზე, შემდეგ სახეში ორჯერ დამარტყა, შუბლის ძვლები მქონდა დამტვრეული“ – „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ სასტიკად ნაცემი ომარ ომაროვი მომხდარს „მთავართან“ იხსენებს.

მას „ოცნების“ მხარდამჭერები 6 თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძმები მუსეიბოვები ომაროვს საქონლის გამო დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, მუქარა სასტიკ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ომაროვს სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის შედეგადაც მას ცალ თვალში მხედველობა დაუქვეითდა. დაზარალებულს ძმები მუსეიბოვები დღემდე ემუქრებიან, თუმცა საგამოძიებო ორგანო ამაზე არ რეაგირებს.

რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი, „მთავარმა არხმა“ ამბის გარკვევა მუსეიბოვებთან სცადა. ძმები აგრესიას კამერის წინაც არ მალავდნენ. ომარ ომაროვის ბრალდებებს მათ ისევ მუქარით უპასუხეს. ამჯერად დაზარალებულს უკვე მოკვლით ემუქრებიან.

საგამოძიებო უწყებებში ხელისუფლების გავლენებზე საუბრობს ადგილობრივი ოპოზიციაც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დანაშაულს ახალისებს.

თავდასხმის ფაქტიდან 6 თვის შემდეგაც გამოძიებას არავინ დაუკავებია. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა ძმები მუსეიბოვების მიმართ ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი