"ტყუილია, "ასტრაზენეკა" დღესაც თავისუფალია, მეჩქარება, მიშლით ხელს" - იმნაძე ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს.

NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას თითქოს, საქართველოში მხოლოდ 1 ვაქცინაა დარჩენილი. იმნაძის თქმით, სინოვაკის ვაქცინასთან ერთად AstraZeneca-ს ვაქცინის დოზებიც ხელმისაწვდომია.

"გიპასუხეთ უკვე, ტყუილია, ასტრაზენეკაც არის, სინოვაკიც არის. ასტრაზენეკა დღესაც არის თავისუფალი... მიშლით ხელს, მეჩქარება",-თქვა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი