ავტოსაგზაო შემთხვევა ვეჯინში - დაშავდა მოზარდი

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, მოზარდი დაშავდა
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ვეჯინში მოხდა. 

თვითმხილველების  ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქვის ღობეს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მოტეხილობებით,  გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის  მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი