ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 184, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 43, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 56, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 167 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 149 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.