ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ მიერ ავტორიზებული ვაქცინები კორონავირუსის სხვა შტამების მიმართაც ეფექტურია, მათ შორის ინდური შტამის წინააღმდეგაც, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
Who-მ ის ყველაზე "საფრთხილოდ" შეაფასა. ამ დრომდე ინდური შტამი 53-დან 26 ქვეყანაში გამოვლინდა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული COVID 19-ის ყველა ვაქცინა ამ დრომდე აღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია",- თქვა ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა.
ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორის არის: Pfizer, Modera, AstraZeneca, Johnson & Johnson და Sinopharm.