
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წუხელ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ამ დრომდე უცნობმა პირებმა კაცს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენეს.
დაშავებული გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრის მოტივი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ია გულიაშვილი