რესტორან "მაჭახელაში" ერთმანეთს ტურისტები და პერსონალი დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

რესტორან "მაჭახელაში" ერთმანეთს უცხოელი ტურისტები და დაწესებულების პერსონალი დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

რესტორნის მენეჯერის თქმით, სასადილოდ მისული 4 ტურისტი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურმა კი ტურისტებს რესტორანი დაატოვებინა. ამის შემდეგ  კონფლიქტი "მაჭახელას" გარე ტერიტორიაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი ტურისტი დაშავდა.

"ეს სტუმრები ჩვენთან იყვნენ ძალიან ბევრ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ბევრჯერ მოვუწოდეთ წესრიგისკენ. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა გადმოდიოდნენ შეურაცხყოფაზე და ჩვენი დაცვის წევრს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ეს ინციდენტი მოხდა. შედეგად მოვიდა პოლიცია, ამოიღეს კამერის ჩანაწერები, ეს უცხოელებიც წაყვანილი არიან და ყველაფერს დაადგენს გამოძიება",- თქვა რესტორნის მენეჯერმა.

რესტორნის მენეჯერის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი