ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 481ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 169 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 150 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,5 მილიონზე მეტი.